საზოგადოება
04/05/2021

თამარ გაბუნია: 6 მაისს AstraZeneca-ს მივიღებთ, ივნისში Pfizer-ს ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში 6 მაისს “ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ჩამოვა, რომელიც მოხმარდება როგორც უკვე აცრილი მოქალაქეების მეორედ აცრას, ასევე ახალი აცრების ჩატარებას.

გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყანა ივნისში “ფაიზერის“ დოზებს ელოდება “კოვაქს პლატფორმიდან“. მუშაობა მიმდინარეობს უშუალოდ “ფაიზერთან“ კიდევ დამატებითი დოზების მისაღებად.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსალოდნელია, რომ “ნოვოვაქსი“ ბაზარზე ძალიან მოკლე დროში გამოჩნდება.

რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს, “სინოფარმს“ და “სინოვაკს“, მინისტრის მოადგილის თქმით, გამოქვეყნდა კვლევები, რაც ამ ვაქცინებისთვის ჯანმოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების იმედს იძლევა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში სამი ვაქცინა გამოიყენება. “ასტრაზენეკა“, რომელზეც ასაკობრივი ზღვარია დაწესებული და იცრებიან მხოლოდ 55 წელს ზევით პირები, აგრეთვე “ფაიზერი“. დღეიდან კი, “სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო, რომელითაც აცრა 18 წელს ზევით ასაკის პირებს შეუძლიათ. 

მთავარი სიახლეები