საზოგადოება
06/07/2021

თამარ გაბუნია: არსებობს რისკი, რომ “დელტა” შტამი უფრო მეტად გავრცელდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, არსებობს რისკი, რომ “დელტა” შტამი მეტად გავრცელდეს.

“ქვეყანაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ე.წ ინდური შტამის 52 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 5-ზე საეჭვო შემთხვევაზე კი მიმდინარეობს კვლევა.

ჯერ რაიმე განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა გამოკვეთილი არ არის, თუმცა არსებობს იმის რისკი, რომ დელტა შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.“– აცხადებს გაბუნია.

Businesspartner