ფოტო: nytimes
საზოგადოება
20/07/2021

თამარ გაბუნია: ბავშვების შემთხვევაში, დაცვის მთავარი მექანიზმი ოჯახის წევრების ვაქცინაციაა

თამარ გაბუნიას თქმით, მოზარდებთან დაკავშირებით მთავარი რეგულაცია და დაცვის მექანიზმი არის ოჯახის წევრების ვაქცინაცია.

"რაც შეეხება “დელტა შტამის” გავრცელებას, ყველა ვხედავთ რომ მისი ცირკულაცია მატულობს. სამწუხაროა, ციციშვილის კლინიკაში მომხდარი ფაქტი. გამოსავალი აქ არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია, სხვა მხრივ განსაკუთრებით ჩვილი ბავშვის დაცვის მექანიზმი არ არსებობს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაემატა საწოლები პედიატრიული პაცინეტებისთვის, და კიდევ დაემატება. ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს," – აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები