საზოგადოება
02/03/2021

თამარ გაბუნია: Covax-ი 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოსატანად „კოვაქსთან“ და „ფაიზერთან“ თანამშრომლობა გრძელდება.

„ვაქცინის მიღების თარიღად თებერვლის შუა რიცხვები, თებერვლის ბოლომდე იყო მითითებული. ჩვენ ამ ეტაპზე „კოვაქსთანაც“ და „ფაიზერთანაც“ თანამშრომლობას ვაგრძელებთ.

გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე ხანში ეს გადავადება აღმოიფხვრება, ის დამატებითი პირობა, რომელიც „ფაიზერი“ გაგვიზიარებს სატელეფონო კონსულტაციის დროს, შესრულდება და ჩვენ მივიღებთ შეპირებულ ვაქცინას მალევე.

2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს „კოვაქსი“ ამ ეტაპზე. თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ „კოვაქსის“ შეპირება დამოკიდებულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულებაზე“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები