საზოგადოება
20/07/2021

თამარ გაბუნია: COVID შემთხვევების სწრაფმა ზრდამ შესაძლოა საწოლფონდის პრობლემა შექმნას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეში საშუალოდ 2000-ს მიაღწია და თუ COVID შემთხვევები სწრაფი ტემფით განაგრძობს მატებას, შესაძლოა საწოლფონდის პრობლემა შეიქმნას. 
 
"დღევანდელი მდგომარეობით 18 000 აქტიური შემთხვევაა და მობილიზებულია 6000 საწოლი, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს. თუმცა, გასათვალისწინებელია ინფიცირებულთა რიცხვის მატება და თუ ეს მოხდება სწრაფად და ინტენსიურად, შესაძლოა საწოლფონდის კუთხით პრობლემები შეიქმნას.
 
მინდა აღვნიშნო, რომ გასულ პერიოდში აქტიურად ვიყენებდით სასტუმროების საწოლფონდს, მიმდინარე პერიოდში ტურიზმის განვითარებიდან გამომდინარე სასტუმროების საწოლფონდი ნაწილობრივაა მობილიზებული. უფრო მეტი ადგილის მობილიზებაზე აქტიური მუშაობა მიდის," – ამბობს გაბუნია. 
 
 
Businesspartner