საზოგადოება
09/09/2021

თამარ გაბუნია: ჰოსპიტალური სექტორი სექტემბრის ბოლოდან იგრძნობს შეღავათს

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია შედარებით უმჯობესდება. ზეწოლა მცირდება ჰოსპიტალურ სექტორზეც. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 365 კოვიდინფიცირებულია. 6 000-ზე მეტი სხვა თერაპიულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. თუმცა, ამის მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორზე მცირედი შემსუბუქება მაინც შეინიშნება. 

მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი უფრო მეტ შეღავათს სექტემბრის ბოლოდან იგრძნობს. 

“შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ველოდებით იმას, რომ ჰოსპიტალური დატვირთვა შემცირდება. დღეს თუ იყო დაახლოებით 2 500 შემთხვევა, აქედან სავარაუდოდ 15%-დან 20%-მდე ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება. ბუნებრივია, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, როგორც კი უფრო მეტად შემცირდება ტენდენცია ინფექციის გავრცელების, ამას ცალსახად პირდაპირ იგრძნობს ჰოსპიტალური სექტორი. ვფიქრობ, სექტემბრის ბოლო იქნება ის პერიოდი, როცა ჰოსპირტალური სექტორი იგრძნობს შეღავათს“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.  

Businesspartner