საზოგადოება
07/09/2021

თამარ გაბუნია: ორსულებში ინფიცირების მაჩვენებელმა 5000–ს მიაღწია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს ორსულებში 1300–მდე COVID19–ით ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა. წელს ეს მაჩვენებელი 5000-მდე გაიზარდა.

“ერთდროულად მიმდინარე პერიოდში ინფიცირებულია 40-50-მდე ორსული, რომელთა მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა. ამასთან, გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 0.3%, რაც საერთო სიკვდილიანობასთან შედარებით დაბალია, თუმცა მოგეხსენებათ რამდენად რთულია ორსულის და ახალშობილის გარდაცვალება.

რაც შეეხება, ორსულების ვაქცინაციას, აქტივობა არის თუმცა მაღალი არა. სასურველია ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ სწორი განმარტება მივცეთ მათ ვაქცინაციაზე. ამ ეტაპზე ვაქცინაცია დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით.“–აცხადებს, გაბუნია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები