საზოგადოება
09/09/2021

თამარ გაბუნია: ვაქცინის პირველ დოზაზე მიმართვიანობა შემცირებულია 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდვაქცინის პირველ დოზაზე მიმართვიანობა შემცირებულია. 

“რეგისტრაცია უმეტესად არის მეორე დოზებზე. ვაქცინაციის სარგებლის შესახებ ყველამ ბევრი უნდა ვისაუბროთ. ლატარიებიც დადებითი სტიმული იქნება მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის. ვაქცნაციის პირველ დოზებზე მიმართვიანობა შემცირებულია. კლებადი არ უნდა იყოს არცერთ შემთხვევაში. ჩვენ დღეს ისეთ პირობებში ვიმყოფებით, რომ აუცილებელია დღეში 35 000-40 000 აცრამდე მივიდეთ. ვნახოთ, დამატებითი სტიმულები და ქცევის წამახალისებელი ღონისძიებები რამდენად ეფექტური აღმოჩნდება. თუ კიდევ დამატებით დაგვჭირდება მობილიზება, კიდევ დამატებით უნდა ჩავერთოთ“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია საყოველთაო მობილიზება. 

“ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება. კარგი იქნება, თუ ბიზნეს სექტორისგანაც წამახალისებელი სტიმულები წამოვა. ესეც გააქტიურებს ვაქცინაციაში მოზიდვის მაჩვენებელს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

Businesspartner