საზოგადოება
16/07/2020

თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა

გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს ნიშნავს.

 

თბილისი - ბათუმი - თბილისი   #808/807

  გასვლა- თბილისი

  ჩასვლა-ბათუმი

 გამოსვლა-ბათუმი

  ჩამოსვლა- თბილისი

10:30

15:30

19:05

00:10

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და  მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

 

 

Businesspartner