საზოგადოება
10/10/2022

თბილისი საცხოვრებლად და სამუშაოდ 100 საუკეთესო ქალაქს შორის მე-9 ადგილზეა

 Nomad List-ის მონაცემებით, თბილისი საცხოვრებლად, სამუშაოდ და დისტანციურად მოგზაურობისთვის 100 საუკეთესო ქალაქს შორის მე-9 ადგილზეა.

რეიტინგში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების ღირებულებას, კლიმატს, ინტერნეტის სიჩქარეს და უსაფრთხოებას. ამასთან, სხვა ინდიკატორები ეთნიკური და LGBTQ+ - ის მიმართ კეთილგანწყობას, ასევე, ჰაერის ხარისხის და ღამის ცხოვრების ხარისხის შეფასებას გულისხმობს.

ათეულის სია ასეთია:

Nomad List ინდექსი იყენებს გაეროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საჯარო მონაცემებს დემოგრაფიის, დანაშაულის, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სტატისტიკისთვის. სიაში ასევე შედის რამდენიმე კუნძული და საკურორტო მიმართულება, რომელიც პოპულარულია დისტანციური მუშაკებით.

 

Businesspartner