საზოგადოება
04/08/2021

თბილისში 40 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ლარად გადაეცემა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში 40 ოჯხას საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 40 ოჯახიდან 20 ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, 10 გლდანში, 3 სამგორის რაიონში, 3 ოჯახი დიდუბის რაიონში, 2 კრწანისის რაიონში, ხოლო 2 ოჯახი ვაკის რაიონში. 

“როდესაც დედაქალაქის მთავრობაში მოვედით, მაშინ დავიწყეთ ამ სოციალური პროგრამის განხორციელება. ეს არის იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონონება, რომელიც სახელმწიფო ქონებაა, იქ ადამიანები წლებია ცხოვრობენ და ვერ ახერხებენ დაკანონებას. ამ პროგრამით 2 000-მდე ოჯახი გავახარეთ. 

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ანალოგიური პრობლემები აქვთ, მიმართეთ რაიონის გამგეობას, სადაც ჩვენი თანამშრომლები საბუთებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან“,- განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები