საზოგადოება
04/11/2020

თბილისში საჯარო ბაღები ხვალიდან ისევ დაიხურება

თბილისის საჯარო ბაღებში ხვალიდან ისევ იხურება, - მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„ბაგა-ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე, 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ხვალიდან საჯარო ბაღები დროებით დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, ბაღებში ის სოციალური პროექტი გაგრძელდეს, რომლის თანახმადაც, მშობლებს აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი რაციონის სახლში წაღება შეეძლებათ.

მერის თქმით, ყველა საჯარო ბაღი მუშაობას შეაჩერებს იქამდე, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მიერ სხვაგვარი რეკომენდაცია არ გაიცემა.  

 

Businesspartner