საზოგადოება
07/07/2021

ტიკარაძე: ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში უამრავი გამოწვევაა

ეკატერინე ტიკარაძემ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი გაოწვევა არსებობს.

მინისტრის თქმით, პროგრამაში შეტანილი ცვლილების შედეგად, გაიზარდა როგორც ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხები.

„ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. შევძელით, რომ გაგვეზარდა ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან გამოწვევა არის ფართომასშტაბიანი. ამასთან, მოქალაქეების საჭირეობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო მუშაობს ამ გამოწვევებზე, მათ აქვთ საკმაოდ მკაფიო ხედვა თუ რა მოდელის არჩევა იქნება შესაძლებელი, როგორი იქნება ხელმისაწვდომობა და ფასთა მონიტორინგი, რათა ყველა არსებული პრობლემა საბოლოოდ იქნას მოგვარებული. “- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

Businesspartner