საზოგადოება
20/11/2020

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის ფილიალს თავს დაესხნენ

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის ფილიალს თავს დაესხნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სპეციალური ლენტით შემოსაზღვრულია მიმდებარე ტერიტორია.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რამდენიმე ადამიანი იმყოფება.

Businesspartner