საზოგადოება
28/07/2021

წულუკიანი: სპორტული მედიცინა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ

თეა წულუკიანმა 10 წლიანი გეგმის წარდგენისას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და სპორტული მედიცინის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სპორტული მედიცინა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა და 10 წლის თავზე საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს სულ მცირე 3 სპეციალიზებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სპორტსმენების ტრავმის შემდგომ სწრაფ და სრულყოფილ რეაბილიტაციას.

“სამედიცინო ცენტრების ბაზაზე იფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჩაიტარონ გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცნო გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ წარმატებული კარიერა. საქართველოს ყველა რეგიონში, 10 წლის თავზე იფუნქციონირებს თანამედროვე, სპორტსმენის საჭიროებებზე მორგებული სულ მცირე ერთი მულტიფუნქციური კომპლექსი, სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისთბის საჭირო ინფრასტრუქტურით.

ამასთან, ბაკურიანში იმუშავებს 2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული სპორტული კომპლექსი. ასევე გვინდა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია სპორტის სხვადასხვა სახეობების მხრიდან ხორციელდებოდეს კოორდინირებულად და ხელმისაწვდომობის პრიცპის დაცვით. უკვე დავიწყეთ სპორტული ფედერაციების მართვის უკეთესს მიდგომაზე მუშაბა. მთლიანობაში, 10 წლის განმავლობაში სპორტის მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 300 მლნ ლარი დაიხარდება, რაც საშუალებას მოგვცემს სპორტი იყოს არამხოლოდ მაღალი მიღწევებისთვის, არამედ ყველასათვის.”- აღნიშნავს, მინისტრი.

თეა წულუკიანმა სასკოლო სპორტის მნიშვნელობაზე და განვითარებაზეც ისაუბრა, მისი თქმით, ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს არამხოლოდ სკოლის შიგნით, ასევე კლასგარეშე სასკოლო კლუბების სისტემა, სტუდენტური საუნივერსიტეტო ლიგების სისტემა და ყოველწლიურად გაიმართოს ახალგაზრდული ეროვნული თამაშები სხვადასხვა სახეობაში, აღმოვაჩინოთ პერსპექტიული სპორტსმენები და მათი სპორტული განვითარების მექანიზმები.

“მაგალითისთვის, ჭადრაკი არის დარგი, რომელიც მსოფლიოს სხვა სპორტსმენებს არ უნდა დავუთმოთ, მაგრამ ამისათვის აუცილებელია პატარა გოგოებისა და ბიჭების აღმოჩენის სწორი მექანიზმები, რომლებიც შეიძლება მომავალში ნონა გაფრინდაშვილის მსგავსად წარმატებულები გახდნენ.”- ამბობს, კულტურის, სპოეტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

Businesspartner