საზოგადოება
20/07/2021

თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ გაიზარდა ვიქნებით მუდმივად რთულ მდგომარეობაში - თამარ გაბუნია

საკოორდინაციო საბჭოზე თამარ გაბუნიამ რეგულაციების აღსრულებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, დაცული რომ იყოს ის რეგულაციები, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს, დღეს 2600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა.

“პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში გაზიარებულია, მონიტორინგი მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინსტიტუციები მათი შესაძლებლობის ფარგლებში ამ მონიტორინგს ახორციელებენ. თუმცა კანონდამრღვევის პასუხისმგებლობა მხოლოდ ჯარიმის გადახდა და შემდგომ გართობის გაგრძელება არ არის. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სამთავრობო სექტორთან არ გაზიარდა ვიქნებით მუდმივად რთულ მდგომარეობაში.

რეგიონებში რთული მდგომარეობაა და არც ვაქცინაციის პროგრამაა აქტუალური, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დაწესებულება მზადაა, ვაქცინის დოზები ადგილზეა, მაგრამ თუ ვაქცინაციის პროცესი არ გააქტიურდა ძალიან გართულდება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა."–აღნიშნავს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. 

Businesspartner