საზოგადოება
17/05/2021

ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ვაქცინაცია მიმდინარე კვირიდან დაიწყება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ვაქცინაცია მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

მისი თქმით, ვაქცინაციისთვის ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში 2 000-მდეა დარეგისტრირებული.

“ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არის უსაფრთხო. ეს არის დღევანდელობის მოთხოვნა - როდესაც ტურისტი შემოდის, კითხულობს, რამდენად არის დაცული ყველა ეს წესი იმ ობიექტებში, რომელიც მას მასპინძლობს. ის ფაქტი, რომ ვაქცინირებული გიდი დაგხდვება, ვაქცინირებული სასტუმროს პერსონალი, მიმტანები მოგემსახურებიან რესტორანში, საქართველოს ტურისტულ მიზიდულობას ზრდის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, ტურისტულ სექტორში დასაქმებულები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში მოხვდნენ.

Businesspartner