საზოგადოება
16/07/2020

თურნავა სტუდენტებს: გერმანიაში სუბსიდირებული ფრენაა და დროულად დარეგისტრირდით

იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც გერმანიაში სწავლის დაწყებამდე სურთ გამგზავრება და აქვთ დასაქმების კონტრაქტები, მთავრობა სუბსიდირებულ ფრენას დანიშნავს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ სოციალური ჩარტერის დანიშვნის გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო.

„ჩემთვის გახდა ცნობილი რომ არის გარკვეული რაოდენობის სტუდენტები, ვისაც დროზე ადრე სურთ ჩასვლა გერმანიაში, იმის გამო რომ მათ ხელში უჭირავთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ ორი დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი სუბსიდირებული ფრენა - თბილისი-ბერლინი-თბილისი. უბრალოდ, მე მოვუწოდებ სტუდენტებს, ვინაიდან ეს არის სუბსიდირებული ფრენა და ადგილები აქედან გამომდინარე შეზღუდულია, დროულად მიმართონ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს, სიპს, რომელიც სახელმწიფო კანცელარიის ფარგლბში არის შექმნილი და წარადგინონ დასაქმების კონტრაქტები, რათა მათ ქონდეთ ადგილი ბორტზე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner