საზოგადოება
02/06/2021

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ერთიანი გადახდის სისტემაში ჩაერთვება

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო 50 თეთრი ეღირება და 15 ივისიდან გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

გადახდის ინტეგრირებული სისტემა ნიშნავს, მაგალითად, როდესაც ადამიანი იმგზავრებს მეტროთი, ავტობუსით ან ლურჯი მიკროავტობუსით, 1 საათისა და 30 წუთის განმავლობაში საბაგიროთი უფასოდ ისარგებლებს. 

“ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ საბაგიროთი ყოველდღიურად. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

საბაგირო ექსპლუატაციაში 20 აპრილიდან შევიდა და ის სტუდენტებს უფასოდ ემსახურება. 

 

Businesspartner