საზოგადოება
24/10/2022

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე ₾35 მლნ დაიხარჯება

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

"უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გარკვეულწილად, განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს გადაადგილებას. ტერიტორიაზე მოეწყობა ორზოლიანი საავტომობილო გზა. ამავე პროექტში, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისად, გათვალისწინებულია საფეხმავლო და ველობილიკებიც. სამუშაოები მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უნივერსიტეტის   ქუჩისა   და   ბაგების  დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს, პროექტის ღირებულება კი 35 მლნ ლარია.

 

Businesspartner