საზოგადოება
04/10/2022

USAID პროფესიული უნარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს

USAID პროფესიული უნარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს, - მხარეებმა თანამშრომლობის მომერანდუმი უკვე გააფორმეს.

USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ გააფორმა ორი მემორანდუმი პროფესიული უნარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ექსპერტებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა წარმართეს დისკუსია თემაზე „გენდერულად ინკლუზიური ბიზნეს პრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოს პროფესიული უნარების ეკოსისტემაში“ და განიხილეს კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის.

მიზნების მისაღწევად, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ითანამშრომლებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რათა ხელი შეუწყოს პარტნიორ კერძო კომპანიებს დანერგონ გენდერულად ინკლუზიური პრაქტიკა და უზრუნველყონ ქალთა ჩართულობა მათი საქმიანობის ფარგლებში. პროფესიული უნარების სააგენტოსთან პარტნიორობით, პროგრამა ხელს შეუწყობს კომპანიების ჩართულობას უნარების განვითარების პროცესში, ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორებისთვის მოთხოვნადი კადრების მომზადების მიზნით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის პროგრამა და პროფესიული უნარების სააგენტო ხელს შეუწყობენ „დარგობრივი უნარების ორგანიზაციების“ წარმატებული მოდელის შექმნასა და განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს დარგობრივი უნარების საჭიროებების წინასწარ იდენტიფიცირებას.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

USAID-ის ხუთწლიანი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 მილიონი აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის. ზემოაღნიშნული მოემსახურება ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებას უნარების განვითარების პროგრამებში თანაინვესტირებისა და თანამონაწილეობის გზით. პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, 4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3,840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს; სულ მცირე 30 ბიზნესი დაამყარებს გრძელვადიან პარტნიორობას ტრენინგების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან; გადამზადებულთა 35% იქნება სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობები, ხოლო, სულ მცირე, 45% - ქალები.

პროფესიული უნარების სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციაა, რომელიც უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელია პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად, რომელიც საქართველოში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებთან კონსულტაციებისა და მათი მხრიდან გამოხატული მზაობის საფუძველზე შეიქმნა. პროფესიული განათლების რეფორმის ახალ ეტაპზე, მართვის უნიკალური მოდელი ქმნის თანასწორ თანამშრომლობით შესაძლებლობებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში, რაც უნარების განვითარებას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სხვა საფეხურზე გადაიყვანს. პროფესიული უნარების სააგენტოს მთავარი მიზანია, საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ბაზართან დაახლოებას და ეფექტურ კოორდინაციას. სააგენტოს უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპით, ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გაერთიანებებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. სააგენტო, დაკისრებულ ფუნქციებს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების/პროფესიული ასოციაციების მეშვეობით განახორციელებს და შექმნის სტიმულს კონკრეტულ სექტორებში არსებული დარგობრივი ასოციაციების საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის.

USAID/კავკასიის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან თამარ ქიტიაშვილთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან ალია ელ-იასირთან ერთად მონაწილეობა მიიღო თანამშრომლობის მემორანდუმების ხელმოწერის ღონისძიებაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორობს კერძო სექტორთან გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2014 წლიდან თან

Businesspartner