საზოგადოება
21/10/2020

უსამსახუროდ დარჩენილთათვის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა გაგრძელდება

უსამსახუროდ დარჩენილთათვის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნეს სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო სასტუმროებისთვის, კაფე-რესტორნებისა და ტურისტული კომპანიებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადების საკითხი.

ბიზნესის კიდევ ერთი მოთხოვნა იყო კომპანიებისთვის საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივება. კერძოდ 22 მაისს, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა კომპანია, თუკი დასაქმებულთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატებოდა. ეს საშეღავათო პერიოდი 1 ნოემბერს იწურება თუმცა ბიზნესი კიდევ 6 თვით გახანგრძლივებას ითხოვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები