საზოგადოება
30/06/2020

ვისთვის რამდენით იზრდება პენსია

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის პენსიის მოცულობა თვეში 250 ლარი იქნება.

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერები 300 ლარს მიიღებენ.

კანონის მიხედვით, ასეთი  პირები სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. 2016 წლიდან საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით, 2020 წლის 1 იანვრიდან მთაში მცხოვრები ასაკით პენსიონერები 264 ლარს იღებენ.

ასევე 2020 წლის 1 ივლისიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს პენსია დამატებით 30 ლარით ეზრდებათ (ჯამში 250 ლარი თვეში).

გაზრდილი ოდენობის სოციალურ პაკეტს 40 000-ზე მეტი პირი მიიღებს.

 

ფოტო: plutoniumsox.com

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები