საზოგადოება
07/07/2020

WB-ის დახმარებით საქართველომ 400 000 ტესტი და ხელოვნური სუნთქვის აპარატები შეიძინა

მსოფლიო ბანკის COVID-19 -ზე რეაგირების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მლნ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველომ  შეიძინა 250 000 PCR ტესტი, ასევე, ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი.

ტესტების რაოდენობა ივლისის შუა რიცხვებიდან საქართველოში COVID-19-ის გამოსავლენად, ტესტების ჩატარების გასსამმაგების საშალებას იძლევა.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანამ ასევე შეიძინა ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი და  გადაუდებელი დახმარების ხელოვნური სუნთქვის 20 მობილური  აპარატი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის. გარდა ამისა,  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა In Vitro სამედიცინო სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა.

“ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დგას როგორც ძლიერი პარტნიორი და სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ქვეყანას ეხმარება   ადამიანებთა სიცოცხლის გადარჩენასა და  საარსებო სახსრების დაცვაში. COVID-19 -ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი 200 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პანდემიის შედეგებზე რეაგირებაში; ასევე, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების დაცვასა და კრიზისით გამოწვეული ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოების დახმარებაში, ისევე, როგორც, რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პროგრესის შენარჩუნებაში,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

 

Businesspartner