საზოგადოება
13/05/2022

ზუგდიდის 4 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება 2023 წლისთვის ექნება

ზუგდიდის რაიონის 4 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება 2023 წლისთვის ექნება. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელდება და ამ ეტაპზე სოფელ ინგირს,ცაიშს,ურთასა და ცაცხვს მოიცავს.

მისი ინფორმაციით, წყალმარაგების სისტემების რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია სოფელ ინგირში, ხოლო დანარჩენი 3 სოფლის პროექტირება ახლა სრულდება.

„მიმდინარე წლისთვის ვერ მოესწრება, თუმცა, 2023 წლისთვის სასმელი სტანდარტის წყლის მიწოდება ამ ოთ სოფელში უზრუნველყოფილი იქნება,“-აცხადენს წოწერია.

Businesspartner