სოფლის მეურნეობა
05/07/2021

“10 წლიან პერსპექტივაში ქვეყანა 20 000 ტონაზე მეტ აკვაკულტურის პროდუქციის წარმოებას შეძლებს“

მთავრობამ აკვაკულტურის განვითარების მიზნით იმსჯელა. 

“დღეს გავიტანეთ 2 მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც აკვაკულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს არის ექსტენციური აკვაკულტურის ნებართვის წესი და ზოგადად აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი. ეს ნიშნავს, როგორც ბუნებრივ გარემოში ხელოვნურად დათევიზიანების შემთხვევაში აკვაკულტურის წარმოების შესაძლებლობის განვითარებას, ისე ზოგადად ნებისმიერი ტიპის აკვაკულტურის, მათ შორის მარიკულტურის, კონკრეტული ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრას და განმარტებას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

მისი თქმით, მდგრადი აკვაკულტურის წარმოების პირობებში ქვეყანა 10 წლიან პერსპექტივაში 20 000 ტონაზე მეტ აკვაკულტურის პროდუქციის წარმოებას შეძლებს. 

“ეს არის რესურსების დეტალური შეფასება, რომელიც გვაქვს როგორც შიდა წყალსატევებში, ისე მარიკულტურის ობიექტების სწორად მოწყობის პირობებში“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

 

Businesspartner