სოფლის მეურნეობა
23/11/2021

3 თვეში ექსპორტზე 2 780 ტონა ქართული ვაშლი გავიდა

ქართული ვაშლის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებულია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 2,780 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, მიღებული შემოსავალი 1.8 მლნ დოლარია.

ვაშლის ექსპორტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით, ღირებულება კი 16%-ით არის შემცირებული. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა.

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,775 ტონა), 5 ტონა ვაშლი სომხეთში გავიდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები