სოფლის მეურნეობა
10/11/2021

"აგროგრუპმა" გორში სამაცივრე მეურნეობის გახსნაში ₾1 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

კომპანიამ „აგროგრუპი“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში თანამედროვე სტანდარტების სამაცივრე მეურნეობა გახსნა. მეურნეობაში 500 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი და 6 ადამიანია დასაქმებული.

კომპანიამ სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

„აგროგრუპის“ ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად დაათვალიერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში 56 შემნახველი და სამაცივრო მეურნეობა დაფინანსდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით, შეიქმნა 15 000 ტონაზე მეტი პროდუქციის შემნახველი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 34 მლნ ლარის აგროსესხი გაიცა.

 

Businesspartner