სოფლის მეურნეობა
27/07/2020

აგროლაინი ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს

სოფელ ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელ საწარმო შენდება. საწარმოს „აგროლაინი“ აშენებს, სამშენებლო სამუშაოებს „ელემენტ კონსტრაქშენი“ ახორციელებს.

საწარმო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენდება.

ქარხანა პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზეც გეგმავს.

ნედლეულს "აგროლაინი“ ადგილობრივი ფერმერებისგანაც მიიღებს. კომპანიის გეგმის მიხედვით, 2021 წელს - 500-ს, 2022 წელს - 1000-ს, 2023 წელს კი საწარმოს წარმადობა 1500 ტონას გადააჭარბებს.

კომპანიის საქმიანობა კაკლის ბაღების გაშენა-მოვლას მოიცავს, რასაც მიმდინარე წლიდან კაკლის გადამამუშავებელი საწარმოც დაემატება.

Businesspartner