სოფლის მეურნეობა
07/10/2021

"აპიჯეომ" სამტრედიაში წარმოებული 45 ტონა თაფლი ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანა

კომპანიამ „აპიჯეო“ წარმოებული 45 ტონა თაფლი ექსპორტზე საფრანგეთში უკვე გაიტანა, ამ დროისთვის 90 ტონა სარეალიზაციოდ მზადდება.

კომპანიის „აპიჯეო“ თაფლის გადამმუშავებელი საწარმო სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაშში მდებარეობს და ის სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 500 000 ლარიიანი ინვესტიციიდან 300 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.

„სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი თაფლის გადამმუშავებელი  ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ადგილობრივ მეფუტკრე ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი თაფლი, რომლის ექსპორტიც საფრანგეთში ხორციელდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, თაფლის პირველადი წარმოების განვითარებისათვის გაცემულია 68 მლნ ლარზე მეტი აგროსესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგეტოს თანადაფინანსება 12 მლნ აჭარბებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა საწარმოში სტუმრობისას.

Businesspartner