სოფლის მეურნეობა
16/07/2020

ასოციაცია: პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად კომპანიებმა ხორბლის მარაგები უნდა დააგროვონ

პურის ფასის გაძვირების თავიდან ასაცილებლად კომპანიებმა ხორბლის საკმარისი მარაგები უნდა დააგროვონ, - ამის შესახებ საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციაში საუბრობენ.

ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, თითქმის ყველა ძირითად მწარმოებელ ქვეყანაში ხორბლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლები შემცირებულია, რაც ფასების არასტაბილურობის მოლოდინს აჩენს. შესაბამისად, ასოციაცია კომპანიებს ფასის შესანარჩუნებლად, მინიმუმ ორ თვიანი წინასწარი მარაგების დაგროვებას ურჩევს.

გამოთქმულ ვარაუდოთ, საკმარისი მარაგების ქონის შემთხვევაში პურის ფასის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სახელმწიფოს ჩარევა და სუბსიდირება საჭირო აღარ გახდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები