სოფლის მეურნეობა
02/08/2021

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიდან საქართველომ $20.6 მლნ მიიღო

1 მაისი-1 აგვისტოს პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე 22.9 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, სულ 20.6 მლნ დოლარის.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 7.2 ათასი ტონით (46%) არის გაზრდილი, ღირებულება კი 7.2 მლნ დოლარით (53%) გაიზარდა.

ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთსა (14 726 ტონა) და სომხეთში (6 902 ტონა), ასევე, უკრაინაში (592 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).

 

Businesspartner