სოფლის მეურნეობა
14/04/2022

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს ₾30 მლნ-ია გამოყოფილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ წელს კიდევ უფრო გაააქტიურებენ და გაზრდიან აზიურ ფაროსანასთან მიმართებაში განსახორცირლებელ ღონისძიებებს.

"გამოყოფილი გვაქვს დაახლოებით 30 მლნ ლარზე მეტი ბიუჯეტი, განახლებულია ტექნიკის ნაწილი და ყველაფერს გავაკეთებთ ფერმერების დასახმარებლად, რომ ამ მავნებელმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს მათ."–აცხადებს ოთარ შამუგია.

შეგახსენებთ., რომ მცრნარეთა დაცვის მიმართულებით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს. სწორედ ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძირბების შედეგად, ფერმერებმა შარშანს მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს, რამაც თხილის ექსპორტის ზრდა გამოიწვია.

Businesspartner