სოფლის მეურნეობა
04/08/2020

ბექა გონაშვილი: პროფსასწავლებლები პოპულარული არ არის და ეს დამოკიდებულება შესაცვლელია

„საქართველოში პროფესიული სასწავლებლები არ არის პოპულარული და ეს დამოკიდებულება რაც შეიძლება მალეა შესაცვლელი,“ - ამის შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა.

ბექა გონაშვილის განმარტებით, ქვეყანაში პროფესიულ სასწავლებლებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

„ვიცი მხოლოდ რამდენიმე სასწავლებელი, სადაც პრაქტიკოსი ვეტერინარები მუშაობენ, კონკრეტულ ინდივიდებზე და ადამიანებზეა საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული. სოფლის მეურნეობაში ცნობიერების და მენტალიტეტის პრობლემაცაა. ახალი ტექნოლოგიის შეტანა მეურნეობაში საკმაოდ რთულია,“ - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

Businesspartner