სოფლის მეურნეობა
25/11/2021

"ჩვენი მიზანია ქვეყანაში აგროწარმოებისა და შემოსავლების გაზრდა" - დავითაშვილი შეინ როზენსტილს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილისაქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმართულებებზე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) სტრატეგიის საკითხებზე ისაუბრეს.

„ჩვენი სამინისტროს მიზანია, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორი მაქსიმალურად განვითარდეს, გაიზარდოს წარმოება და, შესაბამისად, შემოსავალი. ამის პოტენციალი ქვეყანაში რეალურად არსებობს. დარგში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებით და ახალ ბაზრებზე წვდომით, ამ პოტენციალის გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეინ როზენტალმა მინისტრს ის მიზნები გაუზიარა, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერაგრარული სექტორის ხელშეწყობას განსაზღვრავს და განსაკუთრებული ყურადღებაწყლის რესურსების მართვის საკითხებზე გაამახვილა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარშამუგია და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიესწრებოდნენ

Businesspartner