სოფლის მეურნეობა
24/06/2022

ერთწლოვანი კულტურების მოყვანისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 მლნ-ის 5 000-ზე მეტი სესხი გაიცა

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90.2 მილიონი ლარის ღირებულების 5 669 სესხია გაცემული. 

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების და ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.

ცნობისთვის, სოფლის განვითარების  სააგენტო  „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევრს, წლიურ 9%-ს, სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული
სესხის თანხა განსაზღვრულია 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით.

Businesspartner