სოფლის მეურნეობა
27/08/2021

ფიტოპლაზმების იდენტიფიკაცია - სოფლის მეურნეობის ლაბორატორიამ საერთაშორისო ტესტირება გაიარა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარა.

საკვალიფიკაციო ტესტირება ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ იყო ორგანიზებული.

UKZUZ სპეციალური კანონების შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე ახორციელებს ექსპერტულ და გამოსაცდელ სამუშაოებს, აგრეთვე კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებებს მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და მცენარეთა დაცვის სფეროში.

საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია ფიტოპლაზმების ზუსტი იდენტიფიკაცია. აღნიშნული მოთხოვნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ 100%-ით შეასრულა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია.

 

Businesspartner