სოფლის მეურნეობა
26/04/2021

გარგარი წელს 7-8-ჯერ ძვირი ეღირება

ფერმერები საქართველოში გარგრის გაძვირებას პროგნოზირებენ. მიზეზად უამინდობით, კერძოდ, ყინვით დაზიანებული გარგრის ბაღები სახელდება.

გურჯაანის რაიონში, რომელიც გარგრის წარმოების მთავარი რეგიონია საქართველოში, გაზაფხულის ყინვების შედეგად პოტენციური მოსავლის 70% განადგურდა.

გარგრის მაღალ ფასს ელიან საერთაშორისო ბაზრებზეც, მიზეზი ამ შემთხვევაშიც უამინდობაა. საფრანგეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, რომლებიც გარგრის მთავარი მწარმოებლები არიან მოსავალი თითქმის განახევრებულია.

EastFruit-ის სპეციალისტების მონიტორინგის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ იმპორტირებული გარგარი სუპერმარკეტებში 20-30 ლარი ღირს, საბითუმო ფასი 12-13 ლარია. იმავე EastFruit-ის მონაცემებით გასულ წელს 1 კგ გარგარის საშუალო ფასი 3.6 ლარს შეადგენდა.

პორტალი აღნიშნავს, რომ აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული ხილი იყიდება.

Businesspartner