სოფლის მეურნეობა
28/11/2021

გერმანიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ff.k Public Relations-ის ორგანიზებულ ღონისძიებას ადგილობრივი სასტუმროების, რესტორნების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის როგორც ქვევრის, ისე კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.

გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმის გამოყენებით გააქტიურდა; ჩატარდა ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია და კონკურსი.

გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 655 000 ბოთლი; წლიურად მაჩვენებელი 6%-ითარის გაზრდილი.

Businesspartner