სოფლის მეურნეობა
26/06/2020

ღვინის ინდუსტრიას გაყიდვები 10-15%-ით შეუმცირდა

ღვინისი ინდუსტრიას უჭირს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნშნა, რომ პანდემიამ ღვინისი რეალიზაციას 10-15%-ით შეამცირა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან, მეწარმეებთან, მევენახეებთან. ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს, მათ შორის, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვს. საექსპორტო გაყიდვები ზოგიერთ ბაზარზე შემცირებულია. ჰორეკას სექტორი - სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სადაც პირდაპირ, უშუალოდ მიეწოდება პროდუქტი, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაკეტილი იყო როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ჩვენ სამეზობლოში. ეს ფაქტორი აისახა ღვინის გაყიდვებზე. ჩვენი გაყიდვები, წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები