სოფლის მეურნეობა
27/08/2021

ღვინის სააგენტო: დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს

დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია" ჩაიბარებს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება დღეიდან დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

საააგენტო განმარტავს, რომ დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია.

Businesspartner