სოფლის მეურნეობა
07/06/2021

ღვინის საწარმოები საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახისგან ყურძენს აღარ ჩაიბარებენ

2021 წლის რთველზე საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება.

პროცესი უკვე  მიმდინარეობს 5 მუნიციპალიტეტში.

ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, აეროგადაღებები დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ხდება, პროცესის  დასრულების შემდეგ, ივნისიდან რეგისტრაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაიწყება. 

ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში სწორედ წელს იგეგმება.  

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მსგავსი  კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა  განვითარებული.

Businesspartner