სოფლის მეურნეობა
26/06/2020

გიორგი გახარია: ღვინის ექსპორტიდან საქართველომ 2019 წელს $240 მლნ მიიღო

2019 წელი რეკორდული იყო ქართული ღვინის ექსპორტისთვის, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

პრემიერის თქმით, საქართველოდან 2019 წელს 94 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს და ქვეყნის მოსახლეობამ $240 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. 

აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, რეალურად, 200 000 ჰექტარზე მეტ დაცულ ტერიტორიებს აქვს ან ახალი სტატუსი დაცული ტერიტორიების, ან მისი სტატუსი არის გამკაცრებული.

"ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც თავისი ეკონომიკური ძალა ჰქონდა“, - განმარტა გიორგი გახარიამ.

Businesspartner