სოფლის მეურნეობა
29/12/2020

გიორგი გახარია: სრული ლოქდაუნი არ იქნება

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვით, 3 იანვრიდან ქვეყანაში სრული ლოქდაუნი გამოცხადდება და გადაადგილება შეიზღუდება, მხოლოდ და მხოლოდ ჭორებია.

“არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი. არ იქნება გადაადგილებაზე შეზღუდვა არც ავტომობილით და არც ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, ის ისევ დაიხურება. სხვა შეზღუდვა არ იქნება, არანაირი. არანაირი სახის სრული ლოქდაუნი არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს. ეს არის ჭორები”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

ფოტო: ft.com

Businesspartner