სოფლის მეურნეობა
29/06/2021

გიორგი ჯიბლაძე: საქართველოდან ექსპორტზე წელს $10 მლნ-ის ლურჯი მოცვი გავა

სოფლის განვითარების სააგენტოში ვარაუდობენ, რომ წელს ექსპორტზე 10 მილიონი დოლარის ღირებულების ლურჯი მოცვი გავა. ეს რიცხვი გასული წლის მაჩვენებელს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ განუცხადა, ქვეყანაში არსებული მოსავალი საექსპორტო ბაზრებზე უკვე შესყიდულია.

„რამდენიმე წლის წინ ეს კულტურა საერთოდ არ იყო ცნობილი. შარშან 3 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა და წელს ვვარაუდობთ, რომ ეს ციფრი 10 მილიონს გადააჭარბებს. რაც ჩვენთვის ცნობილია, ჯერ კიდევ მოუკრეფავი მოსავალი უკვე შესყიდულია დაინტერესებული მხარეების მხრიდან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია. ასევე, ფასი არის ძალიან მაღალი და სულ უფრო და უფრო მზარდია ლურჯი მოცვით დაინტერესება“,- აღნიშნა ჯიბლაძემ.

Businesspartner