სოფლის მეურნეობა
12/06/2020

გურიაში წელს 250 ტონა ლურჯი მოცვის მოსავალს ელიან

გურიაში ლურჯი მოცვის მოყვანა პოპულარული ხდება.

ამ დროისთვის ლურჯი მოცვი რეგიონში 225 ჰექტარზეა გაშენებული.

რეგიონის რწმუნებული ამბობს, რომ წლის საპროგნოზო მოსავალი 250 ტონაა, ბაღების გაშენების პროცესი კი ინტენსიურად მიმდინარეობს.

"ბაღები შენდება როგორც დიდი, კომერციული დანიშნულების, ასევე მცირე ზომის, წვრილ ფერმერულ მეურნეობებში, ძირითადად სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებიც უშუალოდ ფერმერთა მხარდაჭერისთვის ხორციელდება. რეგიონი ერთ-ერთი მოწინავე გახდა კენკროვანი კულტურების წარმოების კუთხით, ათობით ჰექტარზე მიმდინარეობს მოცვის გაშენება”, - აღნიშნავს ზურაბ ნასარაიამ.

ლურჯი მოცვის ფასი ბაზარზე 13-15 ლარია, მწარმოებლებისთვის საკმაოდ მაღალი შემოსავლის წყაროა.

 

Businesspartner