სოფლის მეურნეობა
23/07/2020

კახეთში 22 000 ტონა ატამი და ვაშლატამაა მოკრეფილი

კახეთში 22 000 ტონა ატამი და ვაშლატამაა მოკრეფილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველდღიურად ექსპორტზე 600-800 ტონა მოსავალი გადის ექსპორტზე. 

„წელს რეკორდული მოსავალი გვაქვს. დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 22 000 ტონამდეა. წელს მოსავლის დაბინავების პროცესში 21 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. ყველა მათგანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

ატმის მოსავლის აღება-დაბინავების სამუშაოებზე, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანია დასაქმებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ ფერმერებს მოსავლის აღება-დაბინავების და რეალიზაცის პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები