სოფლის მეურნეობა
29/07/2020

კახეთში კენკრის მწარმოებლები სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ

კახეთში კენკრის მწარმოებლები სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ. მცირე ფერმერების განმარტებით, მოსავლიანობის გაზრდის რესურსი არსებობს, თუმცა სამაცივრე მეურნეობებისა და გადამამუშავებილი ქარხნების სიმცირის გამო წარმადობის გაზრდას ვერ ახერხებენ.

ფერმერები განმარტავენ, რომ სახელმწიფოს დახმარების შემთხვევაში მზად არიან კოოპერატივი ჩამოაყალიბონ და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილონ. საქმე ეხება, როგორც მაყვლის ასევე ჟოლოსა და მარწყვის წარმოებას.

ფერმერები მსხვილ სუპერმარკეტებში შესვლის სირთულეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაბამისმა უწყებებმა ქართულ კენკრას სავაჭრო ქსელებთან უნდა უშუამდგომლოს.

Businesspartner