სოფლის მეურნეობა
11/04/2021

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ბოდბეში მიწის ნაკვეთებს და ფერმებს ყიდის

კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" ბოდბეში მიწის ნაკვეთებს და ფერმებს ყიდის.

ქონების საწყისი ფასი 10.026 მლნ ლარია, ვაჭრობის „ბიჯი“ 7000 ლარი.

აუქციონზე 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი იყიდება. კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია გაშენდეს როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კულტურები.

ნაკვეთებზე გამოდის წყალი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს სარწყავად. ერთ-ერთ ნაკვეთზე დგას კაპიტალურად მოწყობილი საქონლის 2 ფერმა.

 

Businesspartner