სოფლის მეურნეობა
27/04/2022

ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვენახების კადასტრის პროგრამა იწყება

კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის შემდეგ ვენახების კადასტრის პროგრამა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში იწყება.

ეს რეგიონები ცნობილია ადგილობრივი და უცხოურi ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით. მათ შორისაა ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო, ძელშავი, ჭყაპა, დანახარული, მელიკუდა, ასევე უცხოური ალიგოტე, პინო.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო. კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42 966 ჰა ვენახის, 35 336 მევენახის და 113 093 ნაკვეთის შესახებ.

მოქმედი რეგულაციით, საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.

Businesspartner